ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი რან გიდორი ​საქართველოს პირველ არხს ესტუმრა
ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი რან გიდორი ​საქართველოს პირველ არხს ესტუმრა

საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი საქართველოს პირველ არხს ესტუმრა.

ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესა და მის პირველ მოადგილეს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე რეფორმას. ისრაელის ელჩი ტელეკომპანიის მუშაობის სტრატეგიით დაინტერესდა.

„შეხვედრა შეეხებოდა ზოგადად მედიის ფუნქციონირებას, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს, სტრატეგიასა და სტრუქტურას. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ქართულ მედიას და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ასევე, ვისაუბრეთ საერთო ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე და დავდეთ პირობა, რომ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართული ორი ქვეყნის პროცესების აქტიურად გაშუქებაში და საზოგადოების ინფორმირებაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ბერძენიშვილმა.

დატოვე კომენტარი