ისრაელის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო
ისრაელის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ისააკ ჰერცოგმა ფიცი ოფიციალურად დადო.

ისრაელის მე-11 პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში – ქნესეთში გაიმართა. ისრაელის პარლამენტის სპიკერის, მიკი ლევის განცხადებით, ისააკ ჰერცოგი თანამდებობას რთულ დროს იკავებს, როდესაც ისრაელის საზოგადოება უფრო მეტად არის დაყოფილი, ვიდრე აქამდე ყოფილა.

„ეს არის ისრაელის სახელმწიფოს არსებითი საფრთხე, უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ირანის ბირთვული პროგრამა. იმედი მაქვს, თქვენ შეძლებთ ახალი და განსხვავებული დიალოგის წარმართვას ისრაელის საზოგადოებაში“, – მიკი ლევიმ ახალ პრეზიდენტს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა ისრაელის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა პრივილეგიისთვის, რომ მათთვის ემსახურა. რივლინმა მოქალაქეებს მოუწოდა, განსხვავებულ ჯგუფებს შორის უთანხმოებაზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენონ.

დატოვე კომენტარი