ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პირველ ვიზიტს გამართავს
ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პირველ ვიზიტს გამართავს

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი მომავალ კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავა და ეს იქნება პირველი ისრაელელი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ამ სახელმწიფოში, გასულ წელს, ქვეყნებს შორის მიღწეული ურთიერთობების ნორმალიზების შემდეგ.

დღეს, 21 ივნისს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლაპიდი 29-30 ივნისს ჩავა საემიროებში და გახსნის ისრაელის საელჩოს აბუ დაბიში და საკონსულოს დუბაიში.

გასულ წელს, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს ისრაელთან. თავის მხრივ ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი პალესტინელებმა დაგმეს და ამ არაბული ქვეყნების მხრიდან „სასტიკ ღალატად“ შეაფასეს ეს ქმედებები.