ისრაელი უახლოეს მომავალში იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო გზით ჩაშვების ნებართვას მისცემს

17:09, 25.07.2025

ისრაელი მალე იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო გზით ჩაშვების ნებართვას მისცემს.

სწორედ ამ გზით აწოდებდნენ ქვეყნები ღაზის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გასულ წელს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო ძალების მიერ ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოყრა ისრაელის თავდაცვის ძალებთან არის კოორდინირებული.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, იორდანიამ პირველი საჰაერო ჩაშვება, შესაძლოა, დღესვე განახორციელოს.

გასულ წელს აშშ-ის სამხედრო ძალებმა, იორდანიასთან, ეგვიპტესა და საფრანგეთთან კოორდინაციით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაყარეს.

მსგავსი