ისრაელი მზადაა, საუდის არაბეთს ირანთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს
ისრაელი მზადაა, საუდის არაბეთს ირანთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს

ისრაელი მზადაა, საუდის არაბეთს ირანთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს. ამის შესახებ ისრაელის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის გაზეთ Alaf-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში ახალი საერთაშორისო ალიანსი ჩამოყალიბდეს და ირანის საფრთხის შესაჩერებლად სტრატეგიული გეგმა შეიქმნას“, – აღნიშნა გადი ეისენკოტმა.

ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ბევრი საერთო ინტერესია.

ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა ირანი რეგიონის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა.