ისრაელი კანადის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, უარი თქვას ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის აღსრულებაზე
ისრაელი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის მოუწოდებს, უარი თქვას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებაზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა.
„ბლუმბერგთან“ ინტერვიუში კარნის ჟურნალისტმა ჰკითხა, შეასრულებდა თუ არა მისი წინამორბედის, ჯასტინ ტრუდოს მიერ აღებულ ვალდებულებას, დაეპატიმრებინა ნეთანიაჰუ ომის დანაშაულების ბრალდებით, თუ ის კანადაში ჩავიდოდა, რაზეც კანადის პრემიერმა უპასუხა: „დიახ“.
ისრაელის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ მარკ კარნიმ უნდა გადახედოს ამ ვალდებულებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრმა კარნიმ უნდა გადახედოს ამ ვალდებულებას და მიესალმოს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსა და დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს კანადაში“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, შოშ ბედროსიანმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა. ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკურად არის მიკერძოებული.