ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ბოლო საათებში შეინიშნებოდა ეჭვმიტანილების შესვლა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში, ზოგიერთი კი ავტომობილებით გადაადგილდებოდა, რაც წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

სამხედროები ამბობენ, რომ ცეცხლი გაუხსნეს ეჭვმიტანილებს მარკაბას რაიონში გამაფრთხილებელი გასროლით, თუმცა მათი მოკვლა გამიზნული არ ყოფილა.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ლიბანური მედია წერს, რომ გარდა ამისა, ტანკმა ჭურვი ესროლა ქალაქ ალ-ვაზანს, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ლიბანში.