ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. იერუსალიმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ისრაელის ენერგეტიკისა და ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრებმა.

დოკუმენტის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე გაზის საბარო „ლევიათანიდან“ ბუნებრივი აირი ეგვიპტეში მდებარე ქარხანას მიეწოდება.

პროექტი ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბუნებრივი აირის საბადო „ლევიათანი“ ისრაელის სანაპიროსთან 2010 წელს აღმოაჩინეს. ექსპერტების შეფასებით, საბადოზე 535 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგია. ისრაელმა აღნიშნული საბადოდან ბუნებრივი აირის ეგვიპტეში ექსპორტი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო.