ისრაელი 300 პალესტინელი პატიმრისა და დაკავებულთა სიას ავრცელებს, რომლებიც შესაძლოა, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლონ
ისრაელი 300 პალესტინელი პატიმრისა და დაკავებულთა სიას ავრცელებს, რომლებიც შესაძლოა, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლონ

ისრაელი 300 პალესტინელი პატიმრისა და დაკავებულთა სიას ავრცელებს, რომლებიც მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, გაათავისუფლონ.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი გაათავისუფლებს 150-მდე პატიმარს პირველი ოთხი დღის განმავლობაში 50-მდე მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. სხვა მძევლების გათავისუფლების შემთხვევაში, 300 პატიმრის სიიდან, იმავე თანაფარდობის მიხედვით, უფრო მეტი პალესტინელი იქნება გათავისუფლებული.

300 პატიმრიდან აბსოლუტური უმრავლესობა, 287 პატიმარი არის 18 წლამდე ასაკის მამაკაცი. მათი უმეტესობა დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობისა და ქვების სროლისთვის არის დაკავებული. დანარჩენი 13 პატიმარი ზრდასრული ქალია, მათი უმეტესობა გასამართლებულია დანით ტერორისტული დაჭრის მცდელობისთვის.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.