ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ტერიტორიები დაბომბეს
ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ტერიტორიები დაბომბეს

ღაზას სექტორიდან წამოსული ცეცხლის გამჩენი საჰაერო ბურთების საპასუხოდ, რომელმაც ისრაელის სამხრეთ ნაწილში ხანძარი გამოიწვია, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ტერიტორიები დაბომბეს.

საჰაერო დაბომბვებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და აღნიშნული მიზნად ისახავდა იარაღის საწარმოო ობიექტებისა და რაკეტების გამშვები ტერიტორიების განადგურებას.

მას შემდეგ, რაც მაისში ისრაელსა და პალესტინელებს შორის მომხდარი 11-დღიანი შეტაკებები ეგვიპტის შუამავლობით შეწყდა, ღაზას სექტორიდან პერიოდულად უშვებენ ცეცხლის გამჩენ საჰაერო ბურთებს.

პალესტინელების თქმით, ამ საჰაერო ბურთების გაშვება ისრაელზე ზეწოლის მოხდენას ისახავს მიზნად, რათა ღაზას სექტორზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს.