ისრაელ კაცი - სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა, ამ ქმედებებისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა.
მისივე თქმით, ირანი ამ ქმედებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების ნაწილი ისრაელის ცხრა სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად 15 ადამიანი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდა.