ისრაელ კაცი - ისრაელმა ღაზის სექტორში ომის შემდეგ უსაფრთხოების სრული კონტროლი უნდა შეინარჩუნოს
ისრაელმა ღაზის სექტორში უსაფრთხოების სრული კონტროლი უნდა შეინარჩუნოს ომის შემდეგ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთავარი მიზანია „ჰამასის“ დამარცხება, რომლის სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები ვეღარ იქნება ღაზაში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი.
„ჩვენ გვჭირდება ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნა ღაზაში და მის გარშემო, რათა დავიცვათ თემები, რომლებიც შესაძლოა, კვლავ თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, დავიცვათ ჩვენი ჯარისკაცები და თავიდან ავიცილოთ იარაღის კონტრაბანდა და გადაიარაღება. იმისთვის, რომ „ჰამასი“ აღარ იყოს ეფექტური, ისრაელის თავდაცვის ძალებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისევე როგორც მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, უსაფრთხოდ იმოქმედოს ყველა ადგილას. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ღაზაში უსაფრთხოებაზე“,- განაცხადა ისრაელ კაცმა.