ისრაელ კაცი - ისრაელის სამხედროები ირანზე თავდასხმისთვის აშშ-ისგან მწვანე შუქს ელოდებიან, რათა ირანი „ქვის ხანაში“ დააბრუნონ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ირანის წინააღმდეგ ომი განაახლოს.
როგორც კაცმა აღნიშნა, „ისრაელის სამხედროები აშშ-ისგან მწვანე შუქს ელოდებიან, უპირველეს ყოვლისა, ხამენეის დინასტიის განადგურების დასასრულებლად“.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ქვეყანა „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნდება.
„ამჯერად თავდასხმა განსხვავებული და სასიკვდილო იქნება და დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებს ყველაზე მტკივნეულ ადგილებში, რაც შეარყევს და დაანგრევს ირანის საფუძვლებს“, – განაცხადა კაცმა.
ცნობისთვის, ისრაელ კაცმა გაიმეორა დონალდ ტრამპის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, თეირანი თუ შეთანხმებას არ დადებს, მას „ქვის ხანაში“ დაბრუნება ელოდება.