ისრაელ კაცი - ირანის რეჟიმის პროპაგანდის ორგანოს ისრაელის ძალები თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ევაკუაციის ბრძანება გასცეს, ჩვენ ყველგან დავარტყამთ დიქტატორს
ისრაელ კაცი - ირანის რეჟიმის პროპაგანდის ორგანოს ისრაელის ძალები თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ევაკუაციის ბრძანება გასცეს, ჩვენ ყველგან დავარტყამთ დიქტატორს

ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე თავდასხმა დაადასტურა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს საკომუნიკაციო ცენტრს, რომელსაც ირანი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

მათივე თქმით, დარტყმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს, რათა სამოქალაქო პირებში ზიანი შემცირებულიყო.

„ირანის რეჟიმის პროპაგანდისა და წაქეზების მაუწყებლობის ორგანოს ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ჩვენ ყველგან დავარტყამთ ირანელ დიქტატორს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.