ისრაელ კაცი - ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს, ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი დაიწვება
ისრაელ კაცი - ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს, ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი დაიწვება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.

მისი თქმით, ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს.

„ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.