ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

16:01, 14.03.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.

კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.

მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.

ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ნაღმავდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დაყენებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.

ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

მსგავსი