ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა. სასაზღვრო ზონაში, სადაც პალესტინელები აქციას მართავდნენ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გახსნა.

დაპირისპირების შედეგად 18-მა პალესტინელმა სხეულის დაზიანება მიიღო. ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვარზე პალესტინელები ე.წ. „დაბრუნების მარშს“ მართავენ.

პალესტინელები ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითხოვენ.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 მარტს აქციების დაწყების შემდეგ, 190-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 20 ათასამდე კი დაშავდა.