ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაპირისპირებას ერთი პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაპირისპირებას ერთი პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაპირისპირებას ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი დაშავდა.

ისრაელის სასაზღვრო ზონაში პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს მარტის შემდეგ მართავენ, აქციის მონაწილეების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა კი პარასკევს იკრიბება.

პალესტინელებს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა სურთ და სასაზღვრო ღობის გარღვევას ცდილობენ, ისრაელის არმია კი სროლით პასუხობს.