კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, გუთნის ქ. N 28-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: გუთნის ქ. N 2-დან N 30-ის ჩათვლით, N 1-დან N 27-ის ჩათვლით, გუთნის ქ. I,II ჩიხს, ქ.წამებულის გამზ. N 24,26,27,29
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს,” – აცხადებენ კომპანიაში.