ისნის N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა
ისნის N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა

ისნის N2 საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ იმსჯელა და უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა, რაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესებში საქმიანობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე მაღალი სასჯელი, რაც კომისიას შეეძლო რომ თავმჯდომარეს მიმართ გამოეტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან”, რომელიც ითხოვდა, რომ უბნის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან გადაეყენებინათ. მას საოლქოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ ამის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნდა, რის შემდეგაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა მანამდე უბნის თავმჯდომარისთვის გაფრთხილების მიცემას მხარი დაუჭირა.

ვრცელდება თუ აღნიშნული არა შეზღუდვა მეორე ტურზე, ამასთან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ დეტალს იურისტებთან გაარკვევს.

კომისიის თავმჯდომარეს თედორეგობეჯიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მეორე უბნის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში თავად აგდებს ბიულეტენს, კანონდარღვევა იკვეთება.

ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მეორე უბნის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში თავად აგდებს ბიულეტენს, კანონდარღვევა იკვეთება.