ისმაილ ბაღაი – ირანი დიპლომატიას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელებს
ირანი დიპლომატიას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ბაღაის კითხვა დაუსვეს აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე, მაშინ როდესაც აშშ-მა თეირანზე იერიშები განაახლა.
„მე უარვყოფ მიდგომას, თითქოს არჩევანი იყოს მხოლოდ ომსა და დიპლომატიას შორის. დიპლომატია არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ, ისევე როგორც ომის საშუალებით“, – აღნიშნა ბაღაიმ.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შუამავლების მეშვეობით თეირანს შეტყობინებები გადაეცა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.