ისმაილ ბაღაი - გაერო-ს წევრი სახელმწიფოს განადგურების მუქარა საერთაშორისო ურთიერთობებში უკანონობისა და დაშინების ნორმალიზაციის კიდევ ერთი საშიში ნიშანია
გაერო-ს წევრი სახელმწიფოს განადგურების მუქარა არა მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაა, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში უკანონობის, დაშინების ნორმალიზაციის კიდევ ერთი საშიში ნიშანია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ბაღაი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„გაერო-ს წევრი სახელმწიფოს განადგურების მუქარა, სახელმწიფოსი, რომელმაც ყოველთვის კონსტრუქციული, ეფექტური და პასუხისმგებლური როლი შეასრულა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, წლების განმავლობაში, როგორც შუამავალმა დიპლომატიურ პროცესებში, ძალისხმევა ჩადო რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, არა მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაა, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში უკანონობისა და დაშინების ნორმალიზაციის კიდევ ერთი საშიში ნიშანია“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს“.