ისლანდიურმა ავიაკომპანია „ვოვ“-მა გაკოტრების გამო, ფრენები შეწყვიტა
ისლანდიურმა ავიაკომპანია „ვოვ“-მა ფრენები შეწყვიტა. „ბიბისი-ს“ ცნობით, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრებს ურჩიეს, მოგზაურობა სხვა ავიაკომპანიებთან ერთად დაგეგმონ.
ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანია გაკოტრდა, მგზავრების ნაწილს კი, სხვა ავიაკომპანიები ბილეთებს შეღავათიან ფასში შესთავაზებენ და ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს ხანში გამოქვეყნდება. მგზავრების ნაწილი კომპენსაციას მიიღებს.
ისლანდიურმა ავიაკომპანიამ ფრენები 2012 წელს დაიწყო. შარშან „ვოვ-ის“ თვითმფრინავებით 3,5 მილიონმა ადამიანმა იფრინა. ავაიკომპანია რეისებს როგორც ევროპის, ისე აშშ-ის მიმართულებით ასრულებდა.