ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისლანდია, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი 2028 წელს გახდეს
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისლანდია, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი 2028 წელს გახდეს

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირის განცხადებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირს შეუერთდეს.

გუნარსდოთირის თქმით, თუ ყველაზე რთულ საკითხებს – მეთევზეობას, სოფლის მეურნეობას, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის სისტემას მოლაპარაკებების დასაწყისშივე გაუმკლავდებიან, 2028 წლამდე გაწევრიანება რეალური იქნება.

„ამას თუ გავაკეთებთ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრები ვიქნებით“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისლანდია ევროპასა და ამერიკას შორის „ერთგვარი კავშირია“, თუმცა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ის მიერ ისლანდიისთვის დაწესებული სატარიფო ზომების გამო.