ისლანდიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ არქტიკული კონკურენციისა და სავაჭრო ომების პირობებში, ისლანდიისთვის ევროკავშირის წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
არქტიკული კონკურენციისა და სავაჭრო ომების პირობებში ისლანდიისთვის ევროკავშირის წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ისლანდიის ფინანსთა მინისტრმა, დადი მარ კრისტოფერსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებით ისლანდია შეძლებს, დაეხმაროს საკუთარ ეკონომიკას გაძლიერებაში, რათა შემდგომ კონკურენცია გაუწიოს უფრო მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს და გაუძლოს არქტიკულ კონკურენციას.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში 29 აგვისტოს ტარდება გამოკითხვა, უნდა განაახლონ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელთან 2013 წელს შეწყვიტა, როდესაც ხელისუფლებაში ევროსკეპტიკურად განწყობილი მთავრობა მოვიდა.