ისლანდიის დედაქალაქთან ვულკანი ამოიფრქვა
ისლანდიის დედაქალაქთან ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის დედაქალაქთან ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვულკანი რეიკიავიკიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სუდურნესის რეგიონში ამოიფრქვა, რასაც გასულ კვირებში წინ უძღოდა ათასობით მცირე მიწისძვრა.

თავდაპირველი ამოფრქვევიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, ლავამ თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი (დაახლოებით 200 ფეხბურთის მოედანი) დაფარა. ამოფრქვევის გამო გაჩენილი ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-დან 750 მეტრამდეა.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.

როგორც „როიტერი“ წერს, რეიკიავიკის საერთაშორისო აეროპორტი ამოფრქვევის გამო არ დახურულა, თუმცა ავიახაზებს თავად შეეძლოთ გადაეწყვიტათ, შეაჩერებდნენ თუ არა ფრენებს.