მედიის ცნობით, ისლანდიაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის ხუმრობამ, რომ კუნძული აშშ-ის 52-ე შტატი უნდა გახდეს, ისლანდიელების აღშფოთება გამოიწვია

12:04, 16.01.2026
Rep. Billy Long (R-MO) asks questions to Dr. Richard Bright, former director of the Biomedical Advanced Research and Development Authority, during a House Energy and Commerce Subcommittee on Health hearing to discuss protecting scientific integrity in response to the coronavirus disease (COVID-19) outbreak on Capitol Hill in Washington, U.S., May 14, 2020.  Greg Nash/Pool via REUTERS

Rep. Billy Long (R-MO) asks questions to Dr. Richard Bright, former director of the Biomedical Advanced Research and Development Authority, during a House Energy and Commerce Subcommittee on Health hearing to discuss protecting scientific integrity in response to the coronavirus disease (COVID-19) outbreak on Capitol Hill in Washington, U.S., May 14, 2020. Greg Nash/Pool via REUTERS

ისლანდიაში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის ხუმრობას, რომ ისლანდია აშშ-ის 52-ე შტატად უნდა იქცეს, ისლანდიელების აღშფოთება მოჰყვა.

მედიის ცნობით, ბილი ლონგის განცხადების შემდეგ ათასობით ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ელჩობის კანდიდატის განცხადება გააპროტესტეს.

„ეს სიტყვები, რომლებიც ბილი ლონგმა წარმოთქვა, შესაძლოა, ხუმრობით იყო ნათქვამი, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი შეურაცხმყოფელია ისლანდიისა და ისლანდიელი ხალხისთვის, რომლებსაც თავისუფლებისთვის ბრძოლა მოუწიათ და ყოველთვის შეერთებული შტატების მეგობარი იყვნენ“, – ნათქვამია პეტიციაში.

გრენლანდიისა და დანიის მაღალი თანამდებობის პირების თეთრ სახლში შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე „პოლიტიკომ“ დაწერა, თითქოს ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი კიდევ ერთ სკანდინავიურ კუნძულზე ფიქრობს.

„გავიგეთ, რომ მისურიში ყოფილმა წარმომადგენელმა, ბილი ლონგმა, ტრამპის მიერ ისლანდიაში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, გუშინ საღამოს პარლამენტის წევრებს ხუმრობით უთხრა, რომ ისლანდია აშშ-ის 52-ე შტატი იქნება და თავად კი მისი გუბერნატორი გახდება“, – წერს „პოლიტიკო“.

გამოცემა „გარდიანი“ ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის საელჩოს განმარტებისთვის დაუკავშირდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს ისლანდიაში, რათა გადაემოწმებინა სავარაუდო კომენტარების სისწორე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ადგილობრივები ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ გუნარსდოტირს მოუწოდებენ, ლონგი ქვეყანაში ელჩად არ დანიშნოს.

მედიის ცნობით, ინფრომაციის გავრცელების შემდეგ ლონგმა ბოდიში მოიხადა.

„ამაში სერიოზული არაფერი იყო. რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიყავი, რომლებსაც სამი წელია, არ შევხვედრივარ. ხუმრობდნენ, ჯეფ ლენდრი გრენლანდიის გუბერნატორი იყოო, შემდეგ ჩემზე დაიწყეს ხუმრობა. ვინმეს ეს თუ ეწყინა, ბოდიშს ვიხდი. ეს ჩემი ერთადერთი კომენტარია, მოუთმენლად ველოდები ისლანდიის ხალხთან მუშაობას და ბოდიშს ვიხდი, რომ ასე აღიქვეს. მე მეგობრების ჯგუფთან ერთად ვიყავი და ამაში სერიოზული არაფერი იყო“, – განაცხადა ელჩობის კანდიდატმა.

მსგავსი