ისლანდიამ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფი“ აარიდა
ისლანდიამ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფი“ აარიდა

„ევრო 2020“-ის პლეიოფში ისლანდიამ რუმინეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის უეფა-ს B ჯგუფის ფინალში უნგრეთს შეხვდება.

ეს არის მშვენიერი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფში თუ გაიმარჯვებს, ევროპის ჩემპიონატზე ერთ ჯგუფში მოხვდება ჰოლანდიასთან, უკრაინასა და ავსტრიასთან.

ეს მატჩი რუმინეთს რომ მოეგო, მაშინ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ნაცვლად დაიკავებდა ჯგუფში ადგილს, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი, ხოლო მოგების შემთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი მოხვდებოდა „სიკვდილის ჯგუფში“, სადაც არიან პორტუგალია, გერმანია და საფრანგეთი – ახლა იქ უნგრეთი-ისლანდიის დუელში გამარჯვებული გადავა.

საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. საამისოდ საჭიროა თბილისში სძლიოს ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს „დინამო-არენაზე“ დანიშნულ მატჩში. თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, ითამაშებს ჯგუფში, რომლის მატჩებიც გაიმართება ამსტერდამსა და ბუქარესტში, მეტოქეები კი იქნებიან ჰოლანდია, ავსტრია და უკრაინა.