ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება ექნებათ
ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება ექნებათ

ისლანდიაში ქალებისა და კაცებისთვის არათანაბარი ანაზღაურება უკანონო გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ახალი კანონი ძალაში 2018 წლის პირველივე დღეს შევიდა.

ამ ნაბიჯით, ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება ექნებათ.

კანონის მიხედვით, კომპანიები და სამთავრობო სააგენტოები, სადაც მინიმუმ 25 ადამიანია დასაქმებული, ვალდებულები ხდებიან თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა დაარეგულირონ.

კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი კომპანიები დაჯარიმდებიან.

დატოვე კომენტარი