„ისლამურმა სახელმწიფომ“ ეპიდემიისგან დაცვის რეკომენდაციები გაავრცელა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ეპიდემიისგან დაცვის რეკომენდაციები გაავრცელა

საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ეპიდემიისგან დაცვის რეკომენდაციები გაავრცელა.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, ე.წ. რელიგიური დირექტივები რადიკალური დაჯგუფების ყოველკვიურეულ გამოცემა, „ალ-ნაბა“-ში გამოქვეყნდა, თუმცა სტატიაში კონკრეტულად კორონავირუსი აღნიშნული არ არის.

ჯიჰადისტების საინფორმაციო რეკომენდაციები ასეთია: დისტანცირდით ავადმყოფებისგან, თავი შეიკავეთ ეპიდემიისგან დაზარალებულ რეგიონებში ან რეგიონებიდან მგზავრობისგან, დაიფარეთ პირი ხველების ან მთქნარების დროს, დაიბანეთ ხელები ჭამამდე და დალევამდე.

რადიკალი ისლამისტების რეკომენდაცია ასევე მოუწოდებს მომხრეებს, „ენდონ ღმერთს და თავშესაფარი მასში ეძიონ.“

დატოვე კომენტარი