ისლამურმა „ჯიჰადმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, მძევლის ცხედარი გადასცა
ისლამურმა „ჯიჰადმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, მძევლის ცხედარი გადასცა

პალესტინურმა დაჯგუფებამ, ისლამურმა „ჯიჰადმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, მძევლის ცხედარი გადასცა.

ისრაელის მედიის ცნობით, ცხედრის გადაცემა „წითელი ჯვრის“ შუამავლობით მოხდა.

იდენტიფიცირების შემდეგ თუ დადასტურდება, რომ ცხედარი ნამდვილად ყოფილი მძევლის არის, ეს ნიშნავს, რომ ღაზის სექტორში კიდევ ხუთი მძევლის ცხედარი რჩება.

პალესტინური დაჯგუფებები არ აკონკრეტებენ, რომელი მძევლის ცხედარი გადასცეს ისრაელს.