„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის ალ-სუკარიას რეგიონში სამთავრობო არმიის პოზიციებს თავს დაესხნენ
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის ალ-სუკარიას რეგიონში სამთავრობო არმიის პოზიციებს თავს დაესხნენ

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის ალ-სუკარიას რეგიონში სამთავრობო არმიის პოზიციებს თავს დაესხნენ. სირიის მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ავიაციამ სირიის სამთავრობო არმია დაბომბა.

სირიის სამთავრობო არმიამ დაეშის სამხედრო დაჯგუფების განეიტრალება მოახერხა. მედია წერს, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების სამიზნე სამთავრობო არმიის საარტილერიო დანადგარები გახდა.

საჰაერო დაბომბვის შედეგად, სირიის სახელისუფლებო არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა და ორი ჯარისკაცი დაიჭრა.