„ისლამური რევოლუციის“ ლიდერის უფროსი მრჩეველი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ურჩევს, სპარსეთის ყურეში მდებარე სამ კუნძულთან დაკავშირებით ირანის სუვერენიტეტი კითხვის წინაშე არ დააყენო

00:56, 04.10.2026

„ისლამური რევოლუციის“ ლიდერის უფროსი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ალი აკბარ ველაიათი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ურჩევს, სპარსეთის ყურეში მდებარე სამ კუნძულთან დაკავშირებით ირანის სუვერენიტეტი კითხვის წინაშე არ დააყენონ.

ამასთან, ალი აკბარ ველაიათმა უარყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საამიროების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი მტკიცებულებები დიდი ტუნბის, მცირე ტუნბისა და აბუ მუსას კუნძულების სუვერენიტეტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამი კუნძული სამუდამოდ ირანის საკუთრება დარჩება.

„ქვეყანა, რომლის პოლიტიკური ცხოვრებაც ნახევარი საუკუნის განმავლობაშიც კი არ გრძელდება, გაერო-ს ტრიბუნიდან აცხადებს პრეტენზიებს კუნძულებზე, რომლებიც ირანის სახელით არის ჩაწერილი გასული საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებსა და რუკებში“, – განაცხადალი აკბარ ველაიათმა.

მან ასევე ურჩია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, არ დაეყრდნონ უცხო ძალებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად, მეზობლებთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნონ.

„მეზობელი რჩება და სტუმარი მიდის. გამოცდილებიდან შეიძლება, ითქვას, რომ იმპორტირებულ უსაფრთხოებას აქვს ვადის გასვლის თარიღი“, – განაცხადა ალი აკბარ ველაიათმა.

მსგავსი