„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ მათი საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას მოულოდნელი ტაქტიკით დაუპირისპირდებიან
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ მათი საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას მოულოდნელი ტაქტიკით დაუპირისპირდებიან

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას „მოულოდნელი ტაქტიკით“ დაუპირისპირდებიან, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მოადგილემ, მოჰამად აკბარზადემ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ რაიმე ახალი სამხედრო ქმედების შემთხვევაში საზღვაო ძალები თავიანთ ახალ შესაძლებლობებს განათავსებენ და სამიზნეში ამოღების ახალი ტექნოლოგიებით აშშ-ის გემებს ცეცხლს წაუკიდებენ.

ირანში აცხადებენ, რომ ომის მიმდინარეობის დროს დასავლეთ აზიის რეგიონის უზარმაზარ ტერიტორიაზე აშშ-ისა და ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო კონტრშეტევების, მინიმუმ, 100 ტალღა განხორციელდა. ირანული მედიის თანახმად, ეს ნაწილობრივ რეგიონულ წინააღმდეგობის ჯგუფებთან თანამშრომლობით მოხდა.