„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ამერიკული მოწინავე დრონი MQ-1 ჰორმუზის სრუტეში გაანადგურეს

11:32, 15.09.2026

ირანული მედია ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ამერიკული მოწინავე დრონი MQ-1 ჰორმუზის სრუტის დასავლეთ ნაწილში გაანადგურეს.

ირანული მედიის თანახმად, დრონის განეიტრალება ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული ქსელის კონტროლქვეშ მყოფი, ახალი და თანამედროვე საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემის მეშვეობით მოხდა.

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მისიის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

მსგავსი