„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური - ირანის თავდაცვით ძალას გამოჩენის შანსი თუ მიეცემა, ჩვენი მტრები დაინახავენ, რომ მათთვის ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიხსნება
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური - ირანის თავდაცვით ძალას გამოჩენის შანსი თუ მიეცემა, ჩვენი მტრები დაინახავენ, რომ მათთვის ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიხსნება

ირანის თავდაცვით ძალას გამოჩენის შანსი თუ მიეცემა, ჩვენი მტრები დაინახავენ, რომ მათთვის ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიხსნება, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანი სრულად მზადაა გადამწყვეტი დარტყმისთვის, თუ ისრაელი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს.

„ხელები ჩახმახზე გვაქვს და ჩასაფრებულები ვართ, ველოდებით, როდის დაუშვებენ შეცდომას, მაშინვე მიიღებენ პასუხს, რომელიც წარსულს დაავიწყებთ. ამერიკელმა მეთაურებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენი ქვეყანა არასდროს დაემორჩილება სხვების პოლიტიკურ ნებას. სიონისტური რეჟიმი ძალიან სუსტია იმისთვის, რომ ირანის სიდიადეს ზიანი მიაყენოს. ისლამური რესპუბლიკის ძალას შეუძლია, სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ისრაელს და მის მხარდამჭერებს. მათივე მაღალჩინოსნებიც კი ხვდებიან, რომ ასეთ გამოწვევებს ვერ გაუძლებენ, მაგრამ რადგან ამჟამინდელი მმართველები სულელები, ბავშვების მკვლელები არიან, ნებისმიერი შეცდომა შესაძლებელია. თუ ისინი კიდევ ერთი „ჭეშმარიტი დაპირების“ მიღებას ჩქარობენ, ჩვენ სრულად მზად ვართ, მათ შესაბამისი დარტყმა მივაყენოთ“, – განაცხადა ირანელმა გენერალმა.

გასულ წელს ირანმა ოპერაციების: „ჭეშმარიტი დაპირება 1“-ისა და „ჭეშმარიტი დაპირება 2“-ის ფარგლებში ისრაელის წინააღმდეგ ასობით უპილოტო აპარატი და რაკეტა გაუშვა.