„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ჩამოაგდეს ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის ერთი „ეფ-35“

11:58, 03.04.2026

ირანში აცხადებენ, რომ ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოგდეს, მათ შორის კიდევ ერთი „ეფ-35“.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლად შემუშავებულმა და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემამ ამერიკული „ეფ-35“ ცენტრალურ ირანში ჩამოაგდო.

ირანში ამტკიცებენ, რომ ჩამოგდებული ავიაგამანადგურებელი ლეიკენჰითის ესკადრილიას ეკუთვნოდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა და მისი სრული დაშლის გამო პილოტის ბედი უცნობია.

„გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ კუნძულ ქეშმის სამხრეთით საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ერთი მოწინავე ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო.

ირანული მედიის თანახმად, თვითმფრინავი ჰენგამისა და კეშმის კუნძულებს შორის ჩამოვარდა.

მსგავსი