„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზავო შეთანხმება ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის შემსუბუქებას ითვალისწინებს
„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზავო შეთანხმება ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის შემსუბუქებას ითვალისწინებს

საზავო შეთანხმება ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის შემსუბუქებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით წერს, რომ საზავო შეთანხმება ითვალისწინებს თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, ასევე ელექტროენერგიისა და საწვავის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ირგვლივ 40-კილომეტრიან ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოების კუთხით შეზღუდვები მოხსნა. ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებმა ეგვიპტისა და გაერო-ს შუამავლობით მიაღწიეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით 690 რაკეტა გაუშვეს, 240 რაკეტის განეიტრალება ისრაელის თავდაცვის სისტემამ შეძლო. საპასუხო იერიშის ფარგლებში, ისრაელმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 350 სამხედრო ობიექტი დაბომბა.

დატოვე კომენტარი