„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სტამბოლში უცხოეთის 38 მოქალაქე დააკავეს
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სტამბოლში უცხოეთის 38 მოქალაქე დააკავეს

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით სტამბოლში უცხოეთის 38 მოქალაქე დააკავეს.

თურქეთის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ქალაქის ექვს რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს.  სპეცოპერაციის დროს ამოღებულ იქნა საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული აღჭურვილობა.

თურქეთის ძალოვანი უწყებები ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ოპერაციებს ინტენსიურად ატარებენ.

თურქეთში დაეშის პასუხისმგებლობით განხორციელებულ თავდასხმებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.