ისლამაბადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა

16:21, 11.11.2025

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.

აფეთქება საოლქო სასამართლოს შენობასთან მოხდა.

პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სასამართლოს გარეთ დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში იდგა. თავდაპირველად მან სასამართლოში შესვლა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც შესვლა ვერ შეძლო, პოლიციის მანქანასთან განახორციელა აფეთქება.

ამჟმად თავდამსხმელის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა აღნიშნულს „გამოფხიზლების ზარი“ უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია.

მსგავსი