ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთთან თავდასხმას დაზვერვის ოფიცერი ემსხვერპლა
ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთთან თავდასხმას დაზვერვის ოფიცერი ემსხვერპლა

ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთთან მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმას, რომელიც მოტოციკლზე ამხედრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მოაწყვეს, დაზვერვის ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოთხმა თავდამსხმელმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ორი მოტოციკლით მივიდნენ, ცეცხლი საღამოს, ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს გაუხსნეს.

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელიც მლოცველებს შორის იყო. ის მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი.

პოლიცია იკვლევს, იყო თუ არა ეს რელიგიურ უმცირესობაზე თავდასხმა, რადგან დაზვერვის ოფიცერს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სუნიტური „ალ ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აწყობენ თავდასხმებს.

დატოვე კომენტარი