ისლამაბადში სასამართლოსთან ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

13:31, 11.11.2025

პაკისტანის დედაქალაქში, სასამართლოსთან ავტომობილის აფეთქებას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

დაშავებულია კიდევ 13 პირი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილებიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მსგავსი