ისლამაბადში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაარბიეს
ისლამაბადში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაარბიეს

ისლამაბადში მასშტაბური საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად, სულ მცირე, 200-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან 90-მდე სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. აქციის მონაწილეები მთელი კვირაა, ხელისუფლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ. ხელისუფლებამ დემონსტრანტებს ბლოკირებული ქუჩების გასათავისუფლებლად ვადა შაბათს დილამდე მისცა, რის შემდეგაც სამართალდამცველები ტერიტორიის გაწმენდას ძალის გამოყენებით შეუდგნენ. პარალელურად კი, დაიბლოკა კერძო მაუწყებლობები და ყველა სოციალური ქსელი. საპროტესტო აქციები დედაქალაქის გარდა, ყარაჩიში, ლაჰორში, ქვეთესა და სხვა მსხვილ ქალაქებშიც მიმდინარეობს.