ისლამაბადის სამშობიაროში ხანძარს 14 ახალშობილი ემსხვერპლა

11:10, 26.08.2026

ისლამაბადის სამშობიაროში ხანძარს 14 ახალშობილი ემსხვერპლა. ცეცხლი პაკისტანის დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილესი საავადმყოფოს მესამე სართულზე, სამშობიარო განყოფილებაში გაჩნდა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი კონდიცირების სისტემის აფეთქებამ გამოიწვია.

მაშველებმა 19 ადამიანის, მათ შორის ათი ქალის, ორი ბავშვისა და ხუთი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.

ინციდენტის დროს, პალატაში სადაც ხანძარი დაიწყო, სულ 15 ახალშობილი იმყოფებოდა, მხოლოდ ერთი მათგანის გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.

მსგავსი