ისკოს „რეალიდან” წასვლა სურს

17:21, 29.08.2020

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას გეგმავს კლუბის დატოვებას.

ფეხბურთელი უკმაყოფილოა გასულ სეზონში მისთვის მიცემული სათამაშო დროით და მწვრთნელისგან უფრო მეტი ნდობის მიღება სურს.

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი მზად არის გამოეთხოვოს ისკოს, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

2019-20 წლების სეზონში ისკომ ესპანეთის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ის საშუალოდ თამაშში მოედანზე 50 წუთს ატარებდა.

მსგავსი