ISIS-ის მიმდევრები მუნდიალი 2018-ის დროს მესისა და რონალდუზე თავდასხმით იმუქრებიან
ISIS-ის მიმდევრები მუნდიალი 2018-ის დროს მესისა და რონალდუზე თავდასხმით  იმუქრებიან

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები მუნდიალის დროს თავდასხმების მოწყობით იმუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი სოციალურ ქსელებში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, ჯიჰადისტების მხარდამჭერები ფეხბურთელებს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს თავის მოკვეთით ემუქრებიან.

ტერორისტებთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ წარწერით: „2018 წლის მსოფლიო ჩემიონატი რუსეთში – გამარჯვება ჩვენი იქნება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტული ჯგუფები ლიონელ მესის ემუქრებიან. მსგავსი განცხადება ჯიჰადისტებმა მარტშიც გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი