ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჭრილობების გამო „ისლამურ სახელმწიფოს“ ვეღარ მართავს
ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჭრილობების გამო „ისლამურ სახელმწიფოს“ ვეღარ მართავს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჭრილობების გამო, ტერორისტულ დაჯგუფებას ვეღარ მართავს. ტელეკომპანია Al-Sumaria-ს ინფორმაციით, ალ-ბაღდადი მიმდინარე წლის ივნისში სირიაში, ერაყის სამხედრო ავიაციის იერიშის შემდეგ დაიჭრა. ავიაიერიში მეთაურების შეკრების დროს განხორციელდა. რამდენიმე მათგანი დაიღუპა და დაიჭრა.

ტელეკომპანიის ცნობით, არა ერაყული წარმოშობის წევრებმა, ალ-ბაღდადის ადგილზე აბუ უსმან ალ-ტუნისი წარადგინეს, თუმცა მის წინააღმდეგ ერაყელი ექსტრემისტები გამოვიდნენ.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ალ-ბაღდადი არ ატარებს მობილურ ტელეფონს, ერთ ადგილას 72 საათზე მეტ ხანს არ ჩერდება და იაფფასიანი ავტომობილით მხოლოდ ორ მცველთან ერთად გადაადგილდება.

დაეშის“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ალ-ბაღდადი ცნობილი 2014 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც მოსულის მეჩეთში „ისლამური სახალიფოს“ შექმნა გამოაცხადა.