ისიანის რეკორდი, ანდრონიკაშვილის მერვე მოგება [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის კოლეჯების I დივიზიონში წარმატებით იასპარეზეს ვილი ისიანისა და რატი ანდრონიკაშვილის გუნდებმა. რატის „კრეიტონმა“ ბრიგემ იანგის უნივერსიტეტი (ბიუ) 83:71 დაამარცხა, ხოლო ვილის „დეტროიტ მერსიმ“ – „კენტ სტეიტი“ 83:64.

ისიანმა 29 წუთში სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 2 საჯარიმო დაუმატა. 15 ქულა ამ სეზონში მისი რეკორდია ორქულიანებში 50-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – 4-დან 2. ვილის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

ანდრონიკაშვილმა 12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

კრეიტონს“ ვესთ ქოსთის კონფერენციაში 8 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ ორში დამარცხდა.

​„დეტროიტ მერსის“ 3 მოგების წილ 7 წაგება აქვს და ჰორაიზონის კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა.