ისევ მძიმე ტრავმა - „საბურთალოს“ ახალწვეული გურეშეძე დაშავდა #1TVSPORT
ალექსანდრე გურეშიძე, რომელიც „საბურთალოს“ წლეულს შეუერთდა, ტრავმირებულია, – ინფორმაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„ფეხბურთელმა დაზიანება რუმინეთის „ჰერმანშტადთან“ მატჩში მიიღო, მალევე ის შესაცვლელი შეიქმნა. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, გურეშიძეს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აქვს. ამპლუით მცველს რამდენიმე თვე იძულებით დასვენება მოუწევს. ალექსანდრე გურეშიძეს გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ!“, – წერია კლუბის განცხადებაში.
26 წლის მოთამაშისთვის ეს ბოლო ორ წელიწადში მიღებული მეორე მძიმე ტრავმაა. სანდრომ 2021 წელს „ლოკომოტივში“ თამაშის დროს მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად, სეზონი გაუცდა.
ალექსანდრე გურეშიძე თბილისის „ლოკომოტივს“ 2019 შეუერთდა. ცენტრალური მცველი მანამდე თამაშობდა თბილისის „დინამო 2“-ში, ფოთის „კოლხეთი 1913“-ში და ბოლნისის „სიონში“. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.