ისევ „ბავშვების“ იმედად - ტორპედო ძირითადი შემადგენლობით თასზეც არ ითამაშებს
ისევ „ბავშვების“ იმედად - ტორპედო ძირითადი შემადგენლობით თასზეც არ ითამაშებს
ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში „საბურთალოს“ შეხვდება. ეს გუნდისთვის ყველაზე რეალური შანსია, ევროპის ლიგის საგზური რომ მოიპოვოს.
 
თუმცა, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 23 ოქტომბერს დაგეგმილ ამ მნიშვნელოვან მატჩშიც, ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ძირითად შემადგენლობას ვერ დაეყრდნობა – საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ტორპედო“ კვლავ ასაკობრივი გუნდებიდან დამატებული მოთამაშებს დაეყრდნობა.
კახა ჩხეტიანის გუნდი 19 ოქტომბერს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ბოლო ტურშიც მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და (0:2) მოედანზე შესუსტებული შემადგენლობით გავიდა. სამატჩო განაცხადში ყველაზე უფროსი 22 წლის ნიკა ქორიძე იყო, ყველაზე უმცროსი – 13 წლის სოსო კოპალიანი, ხოლო გუნდის კაპიტანი 16 წლის მეკარე დავით ასათიანი გახლდათ.
დატოვე კომენტარი